Title

суббота, 2 июня 2012 г.

ისტორია და წარმოდგენა ფუტკარზე


ფუტკარიმწერი სიფრიფანაფრთიანების რიგისა. ფუტკარი ოდითგანვე ადამიანის თანამგზავრია. მრავალი ზღაპარი თუ ლეგენდა შეითხზა ფუტკრის შესახებ.
ეგვიპტური რწმენის მიხედვით, სული, სხეულს რომ დატოვებს, ხშირად ფუტკრის ფორმაში გარდაისახება. ძველ ბერძნებს არტემიდა ფუტკრის სახით ესახებოდათ. ხალხში ახლაც ცოცხლობს ჩვეულება, შეატყობინონ სკის მობინადრეებს ახლობელი ადამიანის სიკვდილი. აუცილებელ პირობად ითვლება, რომ ფუტკრებს ყოვლად თავაზიანად მოეპყრან, არ დაიშურონ მათთვის საალერსო სიტყვები, სხვანაირად ხომ შეიძლება, რომ ფუტკრები განაწყენდნენ და სკა მიატოვონ.
ფრანგებში ყოველი მეომარი ვალდებული იყო მოეშენებინა ფუტკარი. ფუტკარი მაშინ ეროვნულ ემბლემად იყო ქცეული და შემდგომში ნაპოლეონმა ერთი ხნით კვლავ დაუბრუნა მას იგივე როლი. ძნელი წარმოსადგენია, რაოდენ დიდი საიდუმლოებითაა მოცული მეფუტკრეობა ჩვენს დროშიც. მეფუტკრეს ახლაც მოკრძალებითა და პატივისცემით ეპყრობიან და ისიც დიდად ამაყობს ამით. თავად შეიცნო საკუთარი პროფესიის ყველა საიდუმლო, თუ რომელიმე მოხუცმა მოძღვარმა აზიარა მას, იდუმალებით მოცული ატმოსფერო, რომელშიც შესწავლა მიმდინარეობდა, თავისთავად განაპირობებს მის მიერ მეცნიერების მიღწევათა უარყოფას და მიუღებლობას, ყველა დარწმუნებულია იმაში, რომ მოხუცი ბიძისგან ნასწავლი და თითო ჭიქა სანთლის არყით მონათლული ჩვევები გაცილებით ძვირფასია.
მეფუტკრეობის ტექნიკა და სკების მოწყობილობა საუკუნეების განმავლობაში არ იცვლებოდა. მნიშვნელოვანი აღმოჩენები - ცენტრიდანული ტაფლსახდელი და განსაკუთრებით, ჩარჩოიანი სკა სულ რაღაც ასი წლის წინ შემოვიდა. კიდევ უფრო გვიან დაიწყო ფუტკრებში საჯიშე სამუშაოები - შერჩევას უხსოვარი დროიდან აწარმოებდა ადამიანი შინაურ ცხოველებში. ახლა უკვე ფუტკრების მოშენება-გამრავლებაშიც იყენებენ ხელოვნურ განაყოფიერებას. ეს კი მეცხოველეობისათვის დიდი ხანია ნაცნობია.
ბოლო დროს, მეფუტკრეობის განვითარებამ ხელი შეუწყო ფუტკრისებრთა ოჯახის შესწავლას, ამ ოჯახში რამდენიმე სახეობის ფუტკარი და ბზიკი ერთიანდება. არსებობს მარტოხელა ფუტკრის მრავალი სახეობა, მისი ნახვა ტყეში, ყვავილის მტვრის შეგროვებისას შეიძლება, ზოგიერთი მათგანი თაფლის ფუტკარზე ცოტა პატარაა (მაგ. მიწის ფუტკარი ანდრენი) ზოგი კი სულ ნამცეცა (გალიკტი). სამხ. ამერიკაში გავრცელებულია მეკიპონი. ევროპაში გავრცელებულია ფრანგული თაფლის ფუტკარი, რომლის მონათესავეა ქართული რუხი ფუტკარი, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო ჯიშისაა.

1 комментарий:

  1. What's The Deal With Evolution Gaming (Evolution Gaming)
    At Evolution Gaming (EVO) in June 2020, they went live. But they never 충청남도 출장안마 quite made a 삼척 출장샵 name 의정부 출장샵 for 안성 출장안마 themselves as they 경주 출장마사지 created the world's first live casino gaming

    ОтветитьУдалить