Title

ფუტკრის პროდუქტების გამოყენება მედიცინასა და აპითერაპიაშ



   ფუტკრის პროდუქტებიდან თაფლის,დინდგელისა და ცვილის სამკურნალო მიზნით გამოყენებას ხანგრძლივი ისტორია აქვს და უამრავი ისტორიული და ეთნოგრაფიული მასალით დადასტურებულია,რომ ისინი ჩვენ წელთაღრიცხვამდე იყო ცნობილი.
   შემდგომში როცა დასაბამი მიეცა ფუტკრის ბიოლოგიურ და ეკოლოგიურ საკითხთა შესწავლას,მეცნიერებამ გამოავლინა,რომ ფუტკრის ორგანიზმის მიერ გამომუშავებული პროდუქტებიდან,ცვილის გარდა სადედე რძემ და ფუტკრის შხამმა განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო,რათა ისინი ღრმად ყოფილიყო შესწავლილი რიგი დაავადებათა მიმართ  მათი სამკურნალო თვისებების გამოსავლენად.
   მე-17 საუკუნეში ჰოლანდიელმა მეცნიერმა იან სვამერდამმა დაიწყო ფუტკრის რძის ფიზიოლოგიური თვისებების  შესწავლა ,ხოლო სამკურნალო მიზნით მის გამოყენებაზე პირველად ფრანგმა პროფესორმა რიმი შოვენმა 1922 წელს გამოთქვა თავისი აზრი.
    მე-20 საუკუნის შუა წლებიდან დაიწყო სადედე ფუტკრის რძის უფრო ინტენსიური შესწავლა და გამოვლინება,რომ არ არსებობს მედიცინაში ისეთი ეფექტური ,ბევრად აქტიური ნივთიერება ორგანიზმის გასაახალგაზრავებისა და გამრავლების სტიმულირებისთვის,როგორიც არის ფუტკრის რძე.
   ლიტერატურულ მასალაზე დაყრდნობით სამედიცინო თვალსაზრისით ფუტკრის პროდუქტების ადამიანის ორგანიზმზე მოქმედების შესწავლაზე მრავალი მეცნიერი მუშაობდა და დღესაც აგრძელებენ კვლევას.ფუტკრის პროდუქტების მიღებით ადამიანთა ორგანიზმის რეზისტენტობის ზრდამ და დაავადებათა  საწინააღმდეგოდ მათი მიღების შედეგად გამოწვეულმა ეფექტმა გამოიწვია მეფუტკრეობის და მედიცინის დარგებს შორის მჭიდრო კავშირების დამყარება ,რამაც წარმოშვა ახალი დარგი-სამედიცინო მეფუტკრეობა ანუ აპითერაპია (ფუტკრის პროდუქტებით მკურნალობა),რომელიც თავისი არსებობის სულ რაღაც 1საუკუნეს ითვლის.ეს დარგი ემსახურება ადამიანთა ჯანმრთელობის საქმეს.
   მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში-აშშ.,გერმანია,იაპონია,საფრანგეთი,რუსეთი-აპითერაპიას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ და სასურვე შედეგებსაც უთმობენ.
   ხალხურ მედიცინაში გამოიყენება მინიმუმ სამოცი მედიკამენტი:აპისტიმული,თარძი,დისპი,თაფლის ღვინო,პროთაზე,პროზე,პროპოლისის კაფსულები,პროპოლისის მალამო,