Title

ფუტკრის სადედე რძე



ფუტკრის სადედე რძეს მუშა ფუტკრები ყვავილის მტვრისა და თაფლისგან გამოიმუშავებენ და სპეციალური ჯირკვლებიდან გამოყოფენ. ფუტკრის ოჯახში ამ რძეს იყენებს მუშა ფუტკრის და დედა ფუტკრის ფუმფლის (ბარტყის) საკვებად. ახლად გამოჩეკილი მუშა ფუტკრის ფუმფლი სადედე რძით იკვებება არსებობის პირველ ორ დღეს, ხოლო დედის- გამოჩეკიდან სიცოცხლის ბოლომდე. სწორედ ამ სასწაულმოქმედი საკვების შედეგია ის, რომ დედა ფუტკრის ფუმფლი 5 დღეში წონაში 1600-1800-ჯერ იმატებს და ყალიბდება სრულფასოვან, განაყოფიერება-გამრავლების უნარის მქონე მდედრად. იგი აქტიურ პერიოდში ყოველ დღიურად 1500-3500- მდე კვერცხს დებს, რაც თავის წონას აღემატება. დედა ფუტკრის სიცოცხლის ხანგრძლივობა 4-7 წელს აღწევს,ხოლო მუშა ფუტკრისა აქტიურ პერიოდში 30-40 დღეა.
 ამჟამად მიჩნეულია, რომ ბუნებაში არ არსებობს ფუტკრის სადედე რძეზე უფრო აქტიური პროდუქტი ცოცხალი ორგანიზმის განვითარების, გაახალგაზრდავების და გამრავლებისთვის. ფუტკრის სადედე რძე ერთადერთი პროდუქტია, რომელიც შეიცავს ორგანიზმისთვის საჭირო ყველა ამინომჟავას (მათ შორის 10 შეუცვლელია), ვიტამინებს (B1, B2, B5, B6, B12, A, D, PP, E DA A.) და 300-მდე მიკრონაერთს. მხოლოდ და მხოლოდ ფუტკრის სადედე რძეში გვხვდება გამაახალგაზრდავებელი ჰორმონი იუვენილური.
 სადედე რძე მონაწილეობს სისხლის წარმოქმნასა და მასში ხოლესტერინის დონის მკვეთრად შემცირებაში. იგი ნივთიერებათა ცვლის რეგულატორია და შესაბამისად ახდენს წონის კორექციას.
 ფუტკრის რძეს ბუნებაში ანალოგი არ მოეპოვება უშვილობის სამკურნალოდ. ორსულობის პერიოდში ხელს უწყობს ჩანასახის ნორმალურ განვითარებას, დედის ორგანიზმში ლაქტაციის პროცესის სტიმულირებას.
 ფუტკრის სადედე რძე მნიშვნელოვნად აუმჯობესებს (30-50%) ადამიანის ფიზიკურ და გონებრივ შესაძლებლობებს. ამიტომ მისი მიღება მიზანშეწონილია მძიმე ფიზიკური დატვირთვისას, (სპორცმენებს) და დაძაბული გონებრივი შრომის პირობებში მყოფი ადამიანებისთვის (გამოცდების დროს).
 სადედე რძე არეგულირებს და ამშვიდებს ნერვიულ სისტემას, ებრძვის სტრესს, დეპრესიას, გონებრივ და ფიზიკურ გადაღლას, იგი მნიშვნელოვნად ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას.
 ფუტკრის რძე მრავალი დაავადების დროს გამოიყენება, როგორც სამკურნალოდ ასევე პროფილაქტიკის მიზნით. სადედე რძე მიჩნეულია საკვებ დანამატად, რომელსაც ძლიერი სამკურნალო და ბიომასტიმულირებელი თვისებები მოეპოვება. იგი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მხედველეობას, მეხსიერებას. ააქტიურებს შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების მოქმედებას (განსაკუთრებით სასქესოჯირკვლების), ხელს უშლის ყოველგვარი სიმსივნეების წარმოქმნას, ამცირებს შაქრის დონეს სისხლში, აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას, აღადგენს და აძლიერებს იმუნურ სისტემას, ახდენს ორგანიზმის ბიოსტიმულირებას, სისხლის არტერიული წნევის რეგულირებას (როგორც მაღალი, ასევე დაბალი წნევის დროს). აჩქარებს ბავშვის ზრდის პროცესს, ხელს უწყობს მოზარდის ნორმალურ განვითარებას (როგროც ფიზიკურ ასევე გონებრივ) სადედე რძე ძალზედ ეფექტურია პროსტატიტისა და პროსტატის ადენომის მკურნალობისას. მას გააჩნია ძლიერი მიკრობსაწინააღმდეგო თვისებები: იგი სპობს 21 სახის მიკროორგანიზმს. მათ შორის-სოკოს, ტუბერკულოზის (კოხის) ჩხირებს.
 ფუტკრის რძეს ეფექტურად იყენებენ პარფიუმერიაში, საკმარისია იაფფასიან კრემში 15-20% რძის დამატება, რომ ის საფირმო ძვირადღირებულ კრემს უტოლდება.

 დოზა:
 სადედე რძის დღიური პროფილაქტიკური ნორმა ზრდასრულთათვის 0.2 გრ.
 16 წლამდე მოზარდებისთვის-- 0.1 გრ.

მიღების წესი:
 დღეში 2-3 -ჯერ ჭამამდე 30 წთ-ით ადრე ენის ქვეშ დადებით. (როგორც ვალიდოლი) 10-15 წუთის განმავლობაში.
 მისი მიღება შეიძლება თაფლთან და მეფუტკრეობის სხვა პროდუქტებთან ერთად.
 აღნიშნული პროფილაქტიკური დოზის მიღება შეიძლება ხანგრძლივად როგორც საკვებ დანამატი 10 დღის შესვენებით.

 გვერდითი მოვლენები:
 ფუტკრის რძისადმი ალერგია, რაც გამოიხატება ნერვიული აგზნებადობით, თავის ტკივილით (რაც ძალიან იშვიათია)

უკუჩვენება:
 ადისონის (თირკმელზედა ჯირკვლების დაავადება) დროს.

 შენახვის პირობები:
 ინახება მაცივარში ან თერმოსში, სადაც ტემპერატურა იქნება +2 c-დან +6 c-მდე.

 მწარმოებელი: .. მეთაფლია
 საგარეჯო. სოფელი შიბლიანი