Title

ყვავილის მტვერი


ყავილის მტვერი

ყვავილის მტვერი არის მუშა ფუტკრის მიერ ყვავილის მვტრიანადან მოპოვებული მცენარის მამრობითი ნაწილი (ფეხგუნდა).
ვიტამინები: A, B1, B2, B5, B6, B12, H, D, E, PP, K
მიკროელემენტები:
კალციუმი, ფოსფორი, მაგნიუმი, ცინკი, მარგანეცი, ქრომი, იოდი და სხვა.
რაც უფრო მრავალფეროვანია ყვავილის მტვერი, მით უფრო მაღალია მისი ეფექტურობა
მოქმედება:
ყვავილის მტვერი შეიცავს 240-მდე აქტიურ ნივთიერებას, მათ შორის ყველა შეუცვლელ ამინომჟავას, რომელიც ადამიანის ორგანიზმის ბიოლოგიური პროცესების ნორმალური წარმართვისა და სიცოცხლისუნარიანობის ამაღლებისთვის აუცილებელია.
ყვავილის მტვრის შემადგენლობაში არის ყველა ის მიკროელემენტი, რომელსაც შეიცავს ადამიანის სისხლი. ის სისხლწარმოქმნის ბრწყინვალე სტიმულატორია, ხელს უწყობს სისხლში ერითროციტების და ლეიკოციტების სწრაფ მატებას, ზრდის ჰემოგლობინის დონეს.
ყვავილის მტვერი ამცირებს სისხლის შედედების უნარს, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა თრომბის, ინფარქტის, ინსულტის დროს, იგი ამაგრებს კაპილარებს, ამცირებს ხოლესტერინის შემცველობას სისხლში.
ჰიპერტონიული დაავადებისას ყვავილის მტვერი საგრძნობლად ამცირებს წნევას. იგი გამოიყენება დაბალი წნევის დროსაც (ამ დროს მისი მიღება ხდება ჭამის შემდეგ). ყვავილის მტვერის ნარევი თაფლთან განსაკუთრებულ შედეგს იძლევა გულის იშემიური დაავადებებისას, ხდება გულის რითმის მოწესრიგება.
ყვავილის მტვერს გააჩნია დაზიანებული ქსოვილებისა და უჯრედების რეგენერაციის უნარი, რაც განსაკუთრებით ვლინდება ღვიძლის დაავადებებისას
(ცეროზი, ბოტკინი, ექინოკოკი), აგრეთვე ნაღვლის ბუშტის (ქოლეცისტიტის ) დაავადების დროს.
ყვავილის მტვერი არეგულირებს ნერვიული და ენდოკრინოლოგიურ სისტემას, ააქტიურებს ინსულინის გამოყოფას, ამიტომ ეფექტურია შაქრიანი დიაბეტისას. იგი იცავს კუჭ-ნაწლავს ინფექციისგან და არეგულირებს მის ფუნქციონირებას.
ყვავილის მტვერი განსაკუთრებით ეფექტურია პროსტატიტის, პროსტატის ადენომისას და იმპოტენციის დროს. აძლიერებს სქესობრივ პოტენციას.
ყვავილის მტვერი აღადგენს და აძლიერებს იმუნერ სისტემას, აძლიერებს ორგანიზმის ფიზიკურ და გონებრივ შრომისუნარიანობას. ყვავილის მტვერი ეს არის უსაზღვრო ენრგია.
ყვავილის მტვერი ამაღლებს რა ფარმაკოპრეპარატების სამკურნალო ეფექტურობას ერთდროულად ამცირებს მათ ტოქსიკურობასა და ხშირად მთლიანად გამორიცხავს მათგან გვერდით მოვლენებს.
თუ ყვავილის მტვერთან ერთად მივიღებთ სადედე რძეს, პროპოლისს, თაფლს მკურნალობის ეფექტურობა საგრძნობლად გაიზრდება.
მიღების წესი:
ზრდასრულთათვის დღეში 3-ჯერ ჭამამდე 30 წთ-ით ადრე 1 ჩაის კოვზი.
მოზრდილთათვის ზრდასრულის ნახევარი დოზა.
უკუჩვენება:

მეფუტკრეობის პროდუქტისადმი ალერგიის შემთხვევაში, ყვავილის მტვერი ამცირებს სისხლის შედედების უნარს, ამიტომ იმ პირთათვის რომლებსად ახასიათებს სისხლდენა მისი მიღება არ არის რეკომენდირებული.
შენახვის პირობები:
ინახება სინათლისგან დაცულ ცივ და ბნელ ადგილას