Title

ჭეო

ჭეო არის ფიჭის უჯრედებში ჩატკეპნილი ფუტკრის მიერ შემოტანილი ვიტამინებით და მინერალური ნივთიერებებით მდიდარი ყვავილის მტვერი, რომელშიაც გადასულია ფუტკრის ნერწყვში არსებული ფერმენტები, მონოსაქარიდებად გარდაქმნილი რთული შაქარი და ჩატკეპნის შედეგად დაზიანებულგარსიანი ყვავილის მტვერის მარცვლები (რომლებიც უჯრედანას ორი შრისგან შემდგარი გარსისგან შედგება და რომლის დაზიანების გარეშე მტვერში არსებული შიგთავსის ათვისება ადამიანის მიერ გაძნელებულია). ჭეოში წარმოშობილი რძის მჟავა და შაქრების დიდი რაოდენობა ხელს უშლიან ბაქტერიების და ობის სოკოების განვითარებას, რაც ხელს უწყობს ქიმიურად შეუცვლელად მის შენახვას დიდი ხნის განმავლობაში.
დადგენილია, რომ ფუტკრის მიერ ფიჭის უჯრედებში ჩატკეპნილ მტვერში, რომელიც ჭეოდ იწოდება, შაქრების რაოდენობა 34% შეადგენს, მაშინ, როცა მტვერდამჭერით შეგროვილ ყვავილის მტვერში მისი რაოდენობა 18% _ ია, რძის მჟავა ჭეოში თუ 3,05 _ მდეა, ყვავილის მტვერში 0,55% _ ია. გარდაქმნის პროცესში ჩატკეპნილი მტვერის მარცვლების გარსის დაზიანება მტვერში არსებული შიგთავსისის ათვისებას უწყობს ხელს, ამიტომაც ჭეო ადვილად მონელებადია. ჭეოს ამ თვისებიდან გამომდინარე რეკომენდირებულია მტვრის დამჭერით შეგროვილი, გამშრალი და შენახვის პირობების დაცვით მიღებული ყვავილის მტვერის მონელებადობის დასაჩქარებლად მისი დაფქვა და კონსერვაციის მიზნით თაფლთან ერთად შეზელვა.
მრავალ სასარგებლო კომპონენტებთან ერთად, განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ჭეო იმითაც, რომ მასში დიდი რაოდენობითაა P, E და განსაკუთრებით A ვიტამინი, რომლის რაოდენობა სტაფილოში არსებულს 20 _ ჯერ აღემატება, რითაც იგი ხელს უწყობს ერითროციტების წარმოშობას და ანემიის დროს წარმატებული შედეგის მიღებას.
უკანასკნელი მონაცემებით ჭეო წარმატებით გამოიყენება მედიცინაში სხვადასხვა დაავადების დროს _ ანემიის, ნევროზის, ჰიპერტონიის, ათეროსკლეროზის, ბრონქიალური ასთმის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, ყაბზობის, კოლიტის, ქოლეცისტიტის, ჰეპატიტის, ცეროზის, ექინოკოკის, ჩიყვის, ადენომას, პროსტატის, იმპოტენციის,დიდი ფიზიკური და გონებრივი გადაღლილობის და სხვა დროს.
მიღების წესი: ჭეო მიიღება დღეში 2 _ ჯერ დღის პირველ ნახევარში ჭამამდე 30წთ_ით ადრე.
ზრდასრულთათვის 1 ჩ/კ
12 წლამდე ასაკის ბავშვებში 1/3 ჩ/კ
მოზრდილთათვის 1/2 ჩ/კ.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 1 თვეა, 10 დღიანი შესვენების შემდეგ საჭიროების შემთხვევაში მკურნალობა მეორდება.
ჭეო პრაქტიკულად ადამიანში არ იწვევს ალერგიას, რადგან ფუტკრის ნერწყვის მიერ გამომუშავებული ფერმენტები შლიან ალერგინებს.
შენახვის პირობები: ინახება +5 c დან +12 c.