Title

среда, 30 мая 2012 г.

თაფლი


ფუტკარი სამყაროში ადამიანზე 50-60 ათასი წლით ადრე გაჩნდა. როგორც მრავალი ისტორიული წყარო მიგვითითებს, პირველყოფილმა ადამიანმა იცოდა და უყვარდა თაფლი .
ეგვიპტის უძველესი პირამიდები და ქანდაკებები ადასტურებს, რომ ეგვიპტელები თაფლს იყენებდნენ არა მარტო საკვებად, არამედ სამკურნალო, კოსმეტიკურ და მაკონსერვებელ საშუალებადაც.
ფარაონებს ემბლემებზე და აკლდამებში გამოსახული ჰქონდათ ფუტკარი.
ყყველა რელიგიაში ფუტკარი წარმოდგენილია ღვთიურ მწერად.
ძველ ინდოეთში თაფლს იყენებდნენ როგორც შხამსაწინააღმდეგოს_ მცენარეული, ცხოველური და მინერალური შხამებით მოწამვლისას.
ბერძნულ მითოლოგიაში თაფლის სასწაულმოქმედებაზე მრავალი ლეგენდა არსებობს. ძველ საბერძნეთში ჩამოყალიბდა თავდაპირველი ცოდნა ფუტკრის ცხოვრებასა და მის მოშენებაზე. ჰიპოკრატე (460-377წწ. ჩვ.წ.აღრიცხვამდე) წერს ფუტკრის ცხოვრებაზე, მეფუტკრეობის პროდუქტების მკვებავ და სამკურნალო თვისებებზე, მის შრომებში თაფლი მოიხსენიება, როგორც მოწამვლის წინააღმდეგ მოქმედი და ადამიანის სიცოცხლის გამახანგრძლივებელი საშუალება. იგი იძლევა თაფლის გამოყენების რეკომენდაციას კუჭის, ღვიძლისა და ჩირქოვანი ჭრილობების სამკურნალოდ.
არაბული მედიცინის ყველაზე პოპულალური წარმომადგენელი ავიცენა (952წ.) თაფლს მოიხსენიებს სამკურნალო და ადამიანის სიცოცხლის გამახანგრძლივებელ საშუალებად.
მეცნიერების და თანამედროვე ტექნოლოგების წყალობით შესაძლებელი გახდა თაფლის ქიმიური და ფიზიკური შემადგენლობის შესწავლა. თაფლი აღმოჩნდა ერთ-ერთი აქტიური ბიოლოგიური პროდუქტი, რომლის შემადგენლობაშიც არის ორგანიზმისთვის საჭირო თითქმის ყველა ნივთიერება, ამიტომ თაფლის მნიშვნელობა ადამიანისთვის უფრო დიდია, ვიდრე კვების სხვა რომელიმე პროდუქტისა.

შემადგენლობა:
ვიტამინები: A, B1, B2, B3, B 5, B6, B C, E, K, H და კაროტინი.
მიკროელემენტები:
ალუმინი (AL); ბერილიუმი (BE); ბორი (B); ბისმუტი (BI); ბარიუმი(BA); ვანადიუმი (V); გერმანიუმი (GE); გალიუმი (GA); რკინა (FE); ოქრო (AU); ლითიუმი (LI); მაგნიუმი (MG); სპილენძი (HU); მანგანუმი (MN); მოლიბდენი (MO); კრემნიუმი (SI); ნიკელი (NI); ნატრიუმი (NA); ტყვია (PG); ვერცხლი (AG); სტრონციუმი (SR); ტიტანი (TI); ფოსფორი (P); ქრომი (CR); თუთია (ZN); გოგირდი (S); ქლორი (CL); ცირკონიუმი (ZR).
ფერმენტები: (ენზიმები):
ინვერტაზა, დიასტაზა, ოქსიდაზა, პეროქსიდაზა და პროთეოლითური ენზიმები.
ენზიმები _ ეს ცოცხალი უჯრედის მიერ გამოყოფილი ნივთიერებებია, ისინი მონაწილეობენ რთული მოლეკულების უფრო მარტივად დაშლაში, შესაბამისად _ უფრო მარტივიდან უფრო რთული ნივთიერებების სინთეზში, ხელს უწყობენ კვებისა და სუნთქვის პროცესებს. ენზიმები ორგანიზმის ყველა პროცესში ასრულებენ კატალიზატორის (დამაჩქარებლის) როლს, თანაც უმნიშვნელოდ იცვლებიან.
თაფლის მიღების დღიური ნორმა ზრდასრულთათვის 100 გრ; მოზარდდათვის 50 გრ.
შ.პ.ს. “მეთაფლია” გთავაზობთ საქართველოს უმდიდრესი ფლორიდან, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში დამზადებულ მრავალი დასახელების თაფლს: ალპური, ცაცხვი, წაბლი, აკაცია, ციტრუსი, სურო, სამყურა, ექსპარცეტი, ძეძვი, ვარდკაჭკაჭა, ძიძო, მზესუმზირა და ა.შ.

Комментариев нет:

Отправить комментарий